''ოცნებაში” მიმდინარე პროცესები – შეფასებები

16 იან 2021

შეცვლის თუ არა პოლიტიკურ ამინდს ირაკლი კობახიძის ოცნების თავმჯდომარედ არჩევა? - ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის  წასვლა პარტიაში არსებულ ვითარებას გაამძაფრებს.

მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით ივანიშვილი ქვეყანაში პროცესების განმსაზღვრელი იყო. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკიდან წასვლის საკითხსაც.