9 დაკავებული - ''ოცნების“ ყრილობის პარალელურად ხმაური იყო

16 იან 2021

ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად  სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის  დაპირისპირებასა და შეხლა შემოხლას 9 ადამიანის დაკავება მოჰყვა.

სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს „ქართული ოცნების“ მიმართ გამოთქვამენ, ისინი მმართველი გუნდის  ლეგიტიმაციას  არ ცნობენ , ვინაიდან ამბობენ, რომ  საპარლამენტო  არჩევნები გაყალბდა.

აქტივისტებს აქციაზე მიტანილი ჰქონდათ  სხვადასხვა შინაარსის ბანერი, რომლის გაშლას და ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.