ბუკნარში მუსლიმი და ქრისტიანი მრევლი შერიგდა

15 იან 2021

ხელი ჩამოართვეს, მშვიდობიან თანაცხოვრებაზე შეთანხმდნენ და თავისუფლადაც გააგრძელებენ ლოცვას – ასე დასრულდა სამ დღიანი უთანხმოება სოფელ ბუკნარში. გადამწყვეტი მოლაპარაკება რამდენიმე წუთი გაგრძელდა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივები, მუფთი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.