5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი აშშ-სა და საქართველოს შორის

15 იან 2021

აშშ-სა და საქართველოს შორის 5-ჯი ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. მემორანდუმის საფუძველზე აშშ-ის მთავრობასთან საქართველოს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს 5-ჯი ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, მონაცემთა დაცვას და ადამიანის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას. 

საქართველოსა და აშშ-ს შორის 5-ჯი ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა „ქლინ ნეთვორქ“ ინიციატივას.