აჭარაში covid-19 კიდევ 52 ადამიანს დაუდასტურდა 

15 იან 2021

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკაში 322  აპციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 62, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 9 ადამიანი.

კლინიკურ-სასტუმროში 325 პირი მკურნალობს. ქვეყნის მასშტაბით 9 294 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 102 პირი, აჭარაში - 2 264.