საქართველოში კორონავირუსის 1177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი

15 იან 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 837 პირი. 

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 496 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 187, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 83, გურია - 33, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 105, კახეთი - 88, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 757, აჭარაში - 322, იმერეთში - 740. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 777 პირი, მათ შორის, თბილისში - 360, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 9, იმერეთში - 29. 648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 - თბილისში, 325 - აჭარაში, 30 - იმერეთში. 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.