ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერდა

14 იან 2021

აკრძალული საქმიანობის გამო, თბილისში ერთ-ერთ ღამის კლუბს შრომის ინსპექციამ მუშაობა შეუჩერა. უწყების ინფორმაციით, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში  ფიზიკური პირი აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა.  ვინაიდან მსგავსი ტიპის ღონისძიება მიჩნეულია მაღალი რისკის შემცველ აქტივობად, ორგანიზატორი  2000 ლარით დაჯარიმდა, ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერდა.