სამართალდამცველებმა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი დააკავეს

14 იან 2021

რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ  პოლიციამ კახეთში გასულ წელს ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი  დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული  გასული წლის ნოემბერში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საავტომობილო გზაზე, მამაკაცს  ავტომობილით განზრახ შეეჯახა, კიდევ ერთ ახალგაზრდას ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.