14 იან 2021
გვიან ღამით ხანძარი იყო ჩაქვში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გვიმრებს ეკიდა და მას 4 სახანძრო ეკიპაჟი აქრობდა. ძლიერი ქარის გამო იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს.