ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მერიის თანამშრომელი დააკავეს

13 იან 2021

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მოქალაქეს, 65 000 დოლარის სანაცვლოდ, ზუგდიდის რაიონის სოფ. ერგეტაში  მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, მოქალაქისგან აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 000 ამერიკული დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს.