ჩატარდება თუ არა თვითმმართველობის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიებით?

12 იან 2021

საქართველოში შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნები ელექტრონულად ჩატარდეს.  მმართველი გუნდის ინიციატივაზე პარლამენტში უკვე მსჯელობენ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ არჩევნების ეს სისტემა  შეკითხვას არ დატოვებს და რომ, ფაქტობრივად გამორიცხავს ე.წ-ლი კარუსელის ალბათობას. არჩევნები ელექტრონული წესით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტარდება. ამის მიუხედავად ოპოზიცია ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს.