შუახევი-ზამლეთის საგზაო მონაკვეთზე ქვის ლოდები ჩამოიშალა

12 იან 2021

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე შუახევი ზამლეთის მონაკვეთზე ქვის ლოდები ჩამოიშალა. ამ ეტაპზე გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივადა შესაძლებელი.  საქართველოს საგზაო დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით  ცენტრალური მაგისტრალის მოვლა -შენახვა კომპანია  ,, ზიმო 7"  ევალება, სადაც ჯერ ჯერობით სატელეფონო  ზარებს არ პასუხობენ. მეწყრული პროცესი განვითარდა ხულოშიც სოფელ საციხურში დაზიანებულია ცენტრალური გზა. მოსახლეობას შემოვლითი გზით სარგებლობს.