დოჰაში ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

12 იან 2021

ძიუდოში ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას ოთხი მამაკაცი და ორი ქალი ძიუდოისტი იცავდნენ, საიდანაც 5 სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა. ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის მოლდოველი დენის ვიერუ ეფექტური გდებით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს დოჰას მასტერსზე პირველი მედალი მოუტანა. დღეს ტურნირზე მედლების მოსაპოვებლად 3 ქართველიო ძიუდოისტი იასპარეზებს  – 73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე.