ამნისტიის კანონი ძალაში შევიდა

12 იან 2021

„ამნისტიის შესახებ“ კანონი  დღეიდან ძალაშია. კანონის გამოქვეყნების შემდეგ 1-თვიანი პერიოდია დათქმული, რაც პატიმრების მიერ საპატიმროების დატოვებასაც გულისხმობს. ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხება, ხოლო 10 ათასამდე პრობაციონერს შეღავათი შეეხება.  რაც შეეხება 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს, სარჯველაძის თქმით, დაახლოებით 4000-სს გადააჭარბებს რიცხვი ადამიანებისა, ვისაც ეს ამნისტია ასევე შეეხება.