აჭარაში covid-19 კიდევ 97 ადამიანს დაუდასტურდა

12 იან 2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 97 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 95 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე covid-19 სულ 32 921 მოქალაქემ დაამარცხა. 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა. 

კლინიკა დატოვა 34-მა პირმა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, ამ ეტაპზე კოვიდმიმღებ დაწესებულებებში მკურნალობს 358 პაციენტი, კრიტიკულადაა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 10 ადამიანი. 

კოვიდ სასტუმროში რჩება 295 პირი, ონლაინ კლინიკაში კი 643 მოქალაქე.