გარდაბანში არასრულწლოვანი "ოჯახის შექმნის მიზნით" გაიტაცეს

12 იან 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბანში არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 26 წლის მამაკაცმა თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, არასრულწლოვანი  ცოლად მოყვანის მიზნით ''გაიტაცა''.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.