ეპიდ-შეზღუდვები თებერვლამდე არ იხსნება

11 იან 2021

ეპიდვითარების გამო შეზღუდვები საქართველოში ამჯერად 1-ლ თებერვლამდე გახანგრძლივდა. ეპიდემიოლოგებს შეზღუდვების გახანგრძლივება აძლევთ იმედს, რომ COVID-19-ის მესამე ტალღას თავიდან ავიცილებთ.

ხელისუფლება დარჩენილ 2-3 კვირას ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაციისთვის გამოიყენებს. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, უსაფრთხო გახსნის პერიოდი პირველი თებერვლიდან დაიწყოს.

შეზღუდვების გახანგრძლივება მოქალაქეთა უკმაყოფილების მიზეზია, რადგან ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასა და ვაჭრობის ნებართვას ელოდნენ.