საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი

11 იან 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 880 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 ტესტი, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 14, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც: 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 849, აჭარაში - 364, იმერეთში - 767. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 840 პირი, მათ შორის, თბილისში - 389, აჭარაში - 71, იმერეთში - 191. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 251 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 7, იმერეთში - 29. 722 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 459 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 6 092 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.