ტყის და მინდვრის ხანძრები ლიკვიდირებულია

10 იან 2021

რამდენიმე დღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ჩააქრო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.მათივე ცნობით, ამ ხნის განმავლობაში ხანძარს ებრძოდა 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მათ შორის  სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

4 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 300-ზე მეტი, სხვადასხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია. სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით  კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით კერებზედარჩებიან მეხანძრე-მაშველები.