რატომ არ მიეწოდება ყოროლისთავს ბუნებრივი აირი?

08 იან 2021

ყოროლისთავში მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვს. სოფელში გაზიფიცირება უკვე დასრულებულია, საცხოვრებელ სახლებამდე მილები მიყვანილია, თუმცა მეხუთე თვეა ექსპლუატაციაში   არ შესულა. ირწმუნებიან, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და შემოწმებისას ბუნებრივმა აირმა მიწაში ჩამარხული მილებიდან გაჟონა. სამუშაოები, რომელიც კომპანია „ლ.დაკ“-მ შეასრულა, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 21 აგვისტოს ჩაიბარა. ოპოზიცია კორუფციაზე მიუთითებს.