შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა 

08 იან 2021

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

საპატრიარქოს ინფორმაციით, მას PCR ტესტირება გუშინ ჩაუტარდა. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.