აჭარაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

08 იან 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში covid-19  32 478 მოქალაქემ დაამარცხა.

კლინიკა დატოვა 28 პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 13 პირი. კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობს 366 პაციენტი, ხოლო კოვიდსასტუმროში - 251 ადამიანი. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 750 ადამიანი, მათ შორის  აჭარაში 1 981.