ბასილაშვილმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა

07 იან 2021

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელი გამარჯვებით დაიწყო. ქართველის წარუმატებელი სერია, რომელიც თითქმის 10 თვე გრძელდებოდა შეწყდა.

28 წლის ბასილაშვილმა ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე იტალიელი ანდრეა არნაბოლდი სამ სეტში 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა და 11 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

1/16-ფინალში ნიკა თურქ ალტუგ ჩელიკბელეკსა და პოლონელ კასპერ ჟუკს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ანტალიის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 361 800 ევროა.