აჭარაში კორონავირუსი კიდევ 118 ადამიანს დაუდასტურდა

07 იან 2021

ბოლო 24 საათში, აჭარაში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 353 პაციენტი, მძიმეა  87, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 13 პირი.

კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 455 ადამიანი. ​საკარანტინე სივრცეებში კი ამ ეტაპზე 47 მოქალაქე რჩება. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 24 084 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 404 პირი, აჭარაში - 2 052.