საქართველოში კორონავირუსის 1612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი

07 იან 2021

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 15 492 ტესტი ჩატარდა. გარდაიცვალა 28 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 419 პირი.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 670 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 257, ქვემო ქართლი - 106, შიდა ქართლი - 107, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 56, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 916, აჭარაში - 353, იმერეთში - 732. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 856 პირი, მათ შორის, თბილისში - 359, აჭარაში - 87, იმერეთში - 206. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში - 180, აჭარაში - 13, იმერეთში - 31. 742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208 - თბილისში, 455 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 4 436 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.