NCDC-ის რჩევები სადღესასწაულო შეკრების უსაფრთხოდ გასატარებლად

05 იან 2021

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სადღესასწაულო შეკრებები რეკომენდებული არ არის, თუმცა თუ სტუმრად წასვლას გეგმავთ, ან სტუმრები გეწვიათ უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვათ.

. ვახშმობისას არ გამოიყენოთ საერთო, საზიარო ჭურჭელი;

. სადღესასწაულო შეკრებაზე თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამიანებიც იმყოფებიან აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე;

. პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს. სადილობისას აუცილებლად დაიცავით სულ მცირე ერთ მეტრიანი დისტანცია გარშემომყოფებისგან;

. დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ;

. დაიცავი რესპირაციული ეტიკეტი;