ქედაში ტყის საფარს ცეცხლი გაუჩნდა

05 იან 2021

ქედაში, სოფელ ბზუბზუს მიმდებარედ, ტყის მასივში ხანძარია. ცეცხლი ძირითადად ეკალ-ბარდსა და ხმელ ფოთლებს უკიდია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 115 მეხანძრე-მაშველი. 

გუშინ, ღამით ცეცხლის კერების ლიკვიდირება მოხერხდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო დღეს ახალი კერები გაჩნდა.

ქედის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და  დასახლებულ პუნქტში, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის.