უშიშროების საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

23 ოქტ 2016

''ამ თანამდებობისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრი'' - ასე დაახასიათა საქართველოს პრეზიდენტმა დავით რაქვიაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე წარდგენისას. რაქვიაშვილი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში რეინტაგრაციის საკითხებში  სახელმწიფო  მინისტრის  მოადგილე  იყო. გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო-დიპლომატიური ურთიერთობის კუთხით მის გამოცდილებაზე ისაუბრა. თავად რაქვიაშვილმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და მისი, როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.