საკადრო ცვლილებები მერიის აიპებში

04 იან 2021

აიპი ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილედ  ჯონი საბაშვილი  დაინიშნა. ის საკადრო ცვლილებებამდე ბათუმის კულტურის ცენტრს ხელმძღვანელობდა. ჯონი საბაშვილი დირექტორის მოადგილე  საფინანსო სამეურნეო დარგში იქნება. 

როგორც ცნობილია, აიპს ახალი დირექტორი ჰყავს, მამუკა შამილიშვილი თენგიზ აფხაზავამ ჩაანაცვლა. საჯარო  ბიბლიოთეკის  ყოფილი დირექტორი კი საქმიანობას  მუზეუმის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე დაინიშნა.