საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 88 წელი შეუსრულდა

04 იან 2021

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა, ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა. 1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა,  1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი გახდა. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.