აჭარაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

04 იან 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში covid-19 კიდევ 64 ადამიანს დაუდასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი. ხოლო დღემდე  კორონავირუსი 31 961 პაციენტმა დაამარცხა.

კლინიკა დატოვა 18-მა მოქალაქემ. ამ ეტაპზე კი სამედიცინო დაწესებულებებში 371 პირი მკურნალობს. კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 21 პაციენტი. ონლაინ კლინიკაში რჩება 895 მოქალაქე.