ახალი წელი და უწყვეტი პროტესტი ე.წ. „თავისუფლების კვარტალში“

02 იან 2021

ოპოზიციის მხარდამჭერები კვლავ აგრძელებენ აქციას, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ რიცხვებში დაიწყეს.

საახალწლოდ იქ სუფრა გაიშალა და პოლიტიკურ მოთხოვნებს საახალწლო ქეიფიც დაემატა- მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსების რეკომენდაციით მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ უნდა გამართულიყო.