საქველმოქმედო აქცია

31 დეკ 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარაში, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს საკუთარი სახსრებით საახალწლო საჩუქრები, ტკბილეული და სურსათი გადასცეს.

სამართალდამცველებმა მათ ახალი წელი მიულოცეს, წარმატებული და მშვიდობიანი წელი უსურვეს.