საახალწლო რიტუალები ხარის წლის დასახვედრად

30 დეკ 2020

სულ მალე ვირთხას, თეთრი ხარი ჩაანაცვლებს, ხარი სტაბილურობის, სამართლიანობისა და სიმტკიცის სიმბოლოა, არის უბრალო და შრომისმოყვარე ცხოველი. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, მომავალი წლის  მმართველი რიცხვი 5-ია, ამიტომ ახალი წლის ღამეს გარკვეული რიტუალების ჩატარებას გვირჩევს, რაც წარმატებას მოგვიტანს. 

რაც შეეხება ქვებს - ახალი წლის ღამეს უპირატესობა უნდა მივანიჭოთ საფირონს, აქვამარინს, ცირკონს, ზურმუხტს,მარჯანს ან ნაცრისფერ აკატს. ამბობს, რომ ამ ქვებს პოზიტიური ენერგიის მოტანა შეუძლია.