ინფრასტრუქტურული სამუშაოები

30 დეკ 2020

ბათუმში ე.წ. "ჭაობის დასახლებაში" 19 ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია დასრულდა ურეხის შესახვევში, სადაც უკვე მოეწყო სანიაღვრე და გარეგანათების სისტემა. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარის 2 ფენა დაიგო. პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 7 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი.