მთავრობის ეკონომიკური შეფასება

29 დეკ 2020

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ  საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი 800 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პანდემიის გამო განსაკუთრებული ზიანი მიდგა ტურიზმის სექტორს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა.

თუმცა, ასევე დანაკლისი, ნაწილობრივ დააბალანსა საქართველოს მოქალაქეების ტურისტული ვიზიტებისა და იმპორტის შემცირებამ, მაგრამ სავაჭრო ბალანსი მაინც გაუარესდა, დაახლოებით, 700 მლნ დოლარით და 2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არც მომდევნო წელს არის მოსალოდნელი.