თამარის დასახლებას წყალმომარაგება ხვალ აღუდგება

28 დეკ 2020

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, თამარის დასახლებაში დაზიანებული წყალმომარაგების მილის აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს წყალმომარაგება ხვალ დღის 16:00 საათზე აღუდგებათ.

კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.