ბათუმში ცხრასართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია

28 დეკ 2020

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში ხანძარია. ცხრასართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა. საცხოვრებელ სახლში დაკვამლიანებაა. 

შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მივიდნენ.  ამ ეტაპზე, სხვა დეტალები უცნობია. 

 

 

ფოტო: მანანა ძიძიშვილი