300 ლარიანი დახმარების მისაღებად პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს იწურება

28 დეკ 2020

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 300 ლარიანი დახმარების მისაღებად, 24 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს, 28 დეკემბერს იწურება.

უწყების ცნობით, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 და მიიღოს პასუხები მისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დღეის მდგომარეობით 121647 განაცხადი არის რეგისტრირებული.