ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის ორი აპარატი გატეხეს, წაღებულია თანხა

28 დეკ 2020

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ორი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

არსებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.