თამარის დასახლებას რამდენიმე საათით წყალმომარაგება შეუწყდება

28 დეკ 2020

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე თამარის დასახლებას წყალმომარაგება შეუწყდება.

კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.