დახმარება გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის

28 დეკ 2020

სამეგრელოს გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ობოლ და შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ. დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფ-ის მხარდაჭერით გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში განხორციელდება.