აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 დეკ 2020

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსი კიდევ 284-მა პაციენტმა დაამარცხა, გარდაიცვალა 3.

აჭარის მასშტაბით 24 საათში კლინიკა დატოვა  41-მა პაციენტმა, კრიტიკულია 30-ის მდგომარეობა.

ამ ეტაპზე კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 479 პაციენტი, კოვიდ სასტუმროებში-497, ონლაინ კლინიკებში 1410.