ახალი წელი საქართველოში მზიანი და თბილი იქნება

28 დეკ 2020

2020 წელს მზიანი დღეებით დავემშვიდობებით და მომავალ წელსაც მზიანი დღეებით შევხვდებით.

საქართველოში ანტიციკლონური სიტუაციის შექმნითა და მასთან არსებული მეტეოპარამეტრების გათვალისწინებით, ბოლო დღეებია მზიანი ამინდი გვაქვს, რომელიც მომდევნო 1 კვირის განმავლობაში კვლავ შენარჩუნდება.

ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +14, +16, აღმოსავლეთში +9, +11 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება აჭარას, სანაპირო ზოლში +15, +17 გრადუსია მოსალოდნელი, მთიან ზონაში +10, +12 გრადუსი იქნება.

ქვეყნის ტერიტორიაზე, სანაპირო ზოლში ყველაზე მაღალ ტემპერატურას აღმოსავლეთის თბილი ფიონი განაპირობებს, რომელიც როგორც დღისით, ასევე ღამით 10-15 მეტრ/წამის ფარგლებში მერყეობს.