ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესოდ ორ ნომინაციაში ქართველი ძიუდოისტები დაასახელა

27 დეკ 2020

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო სპორტსმენები სხვადახვა ნომინაციაში დაასახელა.

გამარჯვებულები სულ 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ, სადაც ორ ნომინაციაში საუკეთესოს წოდება ორმა ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო.

გამოკითხვის გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი“ ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა. ნომინაციაში „ამომავალი ვარსკვლავი“ კი გამარჯვება ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.