“ბათუმი კინოში და კინო ბათუმში” - გამოფენა ღია სივრცეში

27 დეკ 2020

წყლის  მეხსიერება  - ასე  ჰქვია  პროექტს  რომლის  დასკვნით  ღონისძიებაზეც  დღეს   ფოტო  და  ვიდეო  ინსტალაციაა   წარმოადგენეს. 

კინო  ბათუმში  და   ბათუმი  კინოში - დამთვალიერებელს  გამოფენაზე შოთა გუჯაბიძის  და გიორგი  გოგიბერიძის  ნამუშევრების   ნახვა    შეუძლია.   ავტორების იდეა  იმის ჩვენებაა, თუ როგორ  იცვალა ქალაქმა სახე და როგორია მასზე ინდუსტრიული  გავლენა.  პროექტს  ბიაფი   უცხოელ პარტნიორებთან ერთად  ახორციელებს.