„სისტემა კლავს“ - სამოქალაქო აქტივისტების აქცია შსს-თან

26 დეკ 2020

სამოქალაქო აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენურ სიტუაციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან მიიტანეს პლაკატები წარწერით „სისტემა კლავს“.