კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო წესები 497-მა პირმა დაარღვია

26 დეკ 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 497 შემთხვევა გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად 64 ფიზიკური პირი დააჯარიმა.პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები 20 ლარით ჯარიმდებიან. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის — 2 000-ით. იურიდიული პირები 10 000 ლარით ჯარიმდებიან. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.