ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

26 დეკ 2020

საქართველოს საგარეო სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო-კვლევით  ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცებას და  ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტ  ჩართულობას საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამართლებრივ უზრუნველყოფაში.