საბავშვო ბაღებში სურსათის გაცემა დაიწყო

24 დეკ 2020

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გაცემა და პატარებისთვის საახალწლო ტკბილეულის დარიგება დაიწყო. ამჟამად სასურსათო კალათების გაცემის მერვე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მშობლებმა საკვები პროდუქტის მისაღებად შესაბამის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას უნდა მიმართონ.   ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.